top of page

📣 Technovation Girls Sakartvelo (TGS) -ს 2023-2024 წლის სეზონს უხელმძღვანელებს არასამთავრობო ორგანიზაცია Techdro. უცვლელი მთავარი პარტნიორები არიან ალტე უნივერსიტეტი, მისი ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრი და თიბისი ბანკი

🔴ალტე უნივერსიტეტი ორიენტირებულია ახალი ტექნოლოგიური საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების შემუშავებაზე და საქართველოში ციფრული ტრანსფორმაციის უახლოესი მეთოდოლოგიების დანერგვაზე, რაც მას TGS-სთვის შესანიშნავ პარტნიორად აქცევს. ალტე უნივერსიტეტი წელსაც მხარს დაუჭერს პროექტის მონაწილე გოგოებს და მათ ტექნიკურ ანტერპრენერებად და ლიდერებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება! 

🔵 თიბისი ბანკისთვის განათლება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, 2023 წელს კი ტექნოლოგიური განათლების პროგრამები მათ მთავარ ფოკუსად იქცა. შესაბამისად, ის აგრძელებს TGS-სთან თანამშრომლობას და 2023-2024 წლის სეზონზეც აქტიურად დაუჭერს მხარს პროექტის მონაწილე გოგოების წინსვლას.

👉🏼 Technovation Girls-ის საერთაშორისო კონკურსის 2023-2024 წლის სეზონზე რეგისტრაცია ნოემბრიდან დაიწყება, მონაწილეთა და მენტორთა სარეგისტრაციო ფორმები საიტზე უახლოეს მომავალში განთავსდება.

participate
best group pic.JPG

©2021 by Technovation Sakartvelo 2022.

რას არის “ტექნოვეიშენ გოგონები“?

ტექნოვეიშენ გოგონები“ საერთაშორისო, ტექნოლოგიურ-სამეწარმეო და საგანმათლებლო პროგრამაა, რომელიც 13 დან 18 წლის ასაკის გოგონებს აღჭურავს იმ უნარ-ჩვევებით, რომლებიც მათ ტექნოლოგ მეწარმეებად და ლიდერებად ჩამოყალიბებაში დაემხარებათ.
 

გოგონათა ჯგუფები, მოხალისე მენტორთან ერთად, თავიანთ საზოგადოებაში არსებული რეალური გამოწვევებისა და პრობლემების აღმოსაფხვრელად ტექნოლოგიურ პროექტს შეიმუშავებენ.  მობილური აპლიკაცის ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპის შესაქმნელად ისინი პროგრამირების საწყისებს შეისწავლიან, ამასთან ერთად,  გაეცნობიან მათი იდეის შეთავაზებისა და მარკეტირების გზებს. 

ამერიკის შეერთებულ შტატებში 2009 წელს შექმნილმა პროექტმა, “ტექნოვეიშენ გოგონები“ მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის გოგონამდე მიაღწია. “ტექნოვეიშენ გოგონები“  საქართველოში 2016 წელს დაიწყო.

technovation

ჩაერთე როგორც მოსწავლე 

როგორც “ტექნოვეიშენ გოგონები“-ს  ჯგუფის წევრს, თქვენ ...

 

  • დაადგენთ/განსაზღვრავთ საზოგადოებაში არსებულ პრობლემას (გაეცანი, რა პრობლემების გადაჭრაზე იმუშავეს ჯგუფებმა 2021 წლის პროგრამაში)

 

  •  შეისწავლით კოდირებას და შექმნით აპლიკაციას  ან ხელოვნური ინტელექტის (AI) პროტოტიპს და მენტორის გვერდში დგომით, არჩეული პრობლემას გადაჭრით. კოდირების ცოდნა პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელი არ არის!

  • მონაწილეობის მიღებას შეძლებთ, თუ 2022 წლის 1 აგვისტოსთვის თქვენ 13-დან 18-წლამდე ასაკის იქნებით.

  •  გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია და ჩვენ მონაწილეობისათვის საჭირო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით!
kai photo.JPG
კაი ფოტოა მენტორების_edited_edited_edited.jpg

გახდი მენტორი

როგორც „ტექნოვეიშენ გოგონები“-ს გუნდის მენტორს, თქვენ....

​​

  •   იმუშავებთ 1-დან 5-მდე გოგონასგან შემდგარ გუნდთან, რათა მათ იდეების ჩამოყალიბებაში დაეხმაროთ. ამისთვის 4+ თვის განმავლობაში დაახლოებით 40 საათი დაგჭირდებათ (კვირაში ~2 საათი).

  • შეარჩევთ და უხელმძღვანელებთ გოგონების გუნდს, რომელიც აპლიკაციას საზოგადოებაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად შექმნის.

  • დაგეგმავთ გუნდთან შეხვედრის საათებს.​

  • არ არის აუცილებელი იყოთ ტექნოლოგიების სპეციალისტი, მაგრამ თავისუფლად უნდა შეძლოთ თქმა: “არ ვიცი, მოდი ერთად გავარკვიოთ“.

​​

თუ თვლით, რომ ამის გასაკეთებლად სათანადოდ ვერ მოიცლით, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ, როგორც კონსულტანტი მენტორი.

mentor
timeline

მოვლენების ქრონოლოგია

Our Partners

ლოგოები.png
gita_edited.png
Forbes.png

„ტექნოვეიშენ საქართველო“    განსაკუთრებული ღონისძიებები

  • იანვრის დასაწყისი/იანვრის შუა რიცხვები - ვირტუალური გაცნობითი შეხვედრა! გაიცანი “ტექნოვეიშენის“ წამყვანი გუნდი, სხვა მონაწილეები და გაიგე უფრო მეტი პროექტის შესახებ.

  • თებერვლის შუა რიცხვები/ თებერვლის ბოლო - ერთდღიანი ვორქშოფი შენს რეგიონში პროექტზე რეკომენდაციების მისაღებად, რეგიონის სხვა გუნდებთნ შესახვედრად, და “ტექნოვეიშენ“ ლიდერშიფის გუნდთან გასაცნობად.

​​

  • მარტის ბოლო/აპრილის დასაწყისი - კიდევ ერთი ერთდღიანი ვორქშოფი შენს რეგიონში საბოლოო დეტალების დასამუშავებლად, რათა დარწმუნდე, რომ პროექტი მზად არის 2023 წლის 18 აპრილს ჩასაბარებლად.

  • მაისი - გალა შეხვედრა - ყველაზე მნიშვნელოვანი დღე!  შენი გუნდი ჟიურის წევრებს წარუდგენს საკუთარ პროექტს და საქართველოს მასშტაბით აირჩევიან გამარჯვებულები უმცროსი (13დან 15წლამდე) და უფროსი (16დან 18 წლამდე) დანაყოფებიდან.

  • ივლისის ბოლო/აგვისტოს დასაწყისი - Techno-Palooza Camp (სუპერ-ტექნო ბანაკი) - ყველა ის გუნდი, რომელიც გალა შეხვედრაზე დასრულებულ პროექტს წარადგენს, გაწეული შრომის დასაფასებლად მიწვეული იქნება ძალიან საინტერესო საზაფხულო ბანაკში, სადაც ისინი ისწავლიან შემდგომში როგორ განივითარონ მეწარმეობის, ინოვაციების, ლიდერობის და ტექნოლოგიების მიმართ არსებული ინტერესები და თან გაერთონ!

bottom of page