top of page

 Technovation Girls Sakartvelo-ს 2021-2022 სეზონის პროექტები

ადგილობრივი კონკურსის გამარჯვებულები

უმცროსთა ჯგუფი

1-ელი ადგილი: RH45

მე-2 ადგილი: Star Catchers

მე-3 ადგილი: The Collective

 

უფროსთა ჯგუფი:

1-ლი ადგილი: SolutionistS

მე-2 ადგილი: WeMeanNow

მე-3 ადგილი: 10/37

 

გლობალური კონკურსის ნახევარფინალისტები: 

უმცროსთა ჯგუფი:  Star Catchers

უფროსთა ჯგუფი:  KEPLER

უფროსთა ჯგუფი

SolutionistS: EcoVero
ადგილობრივი კონკურსის 1-ელ ადგილოსნები

ჩვენი აპლიკაცია მომხმარებლებს აწვდის სწრაფ და მარტივად აღსაქმელ ინფორმაციას, შემდეგი მიმართულებით: ტანსაცმელში გამოყენებული მასალის ტიპი, ზემოქმედებს თუ არა ჯანმრთელობაზე, რა და რა რაოდენობის რესურსები გამოიყენება მის დასამზადებლად, რა შედეგებს იწვევს მისი მასიური დამზადება, ასევე, როგორ უნდა მოვუაროთ მას სათანადოდ, რათა ხანგრძლივად შეინარჩუნოს ფორმა, შედეგად, მცირდება ნარჩენების რაოდენობა. აპლიკაციაში ასევე შეგიძლიათ იხილოთ მაღაზიები, რომლებშიც ეკო-მეგობრული ვარიანტების პოვნაა შესაძლებელი.

WeMeanNow: Petscovery
ადგილობრივი კონკურსის მე-2 ადგილოსნები

აპლიკაცია Petscovery დაეხმარება შინაური ცხოველის პატრონებს იპოვონ დაკარგული ცხოველები. ჩვენ ვუზრუნველყოფთ თბილს, მეგობრულ და დაცულ გარემოს შინაური ცხოველის პატრონებისთვის, რათა მათ მიმოცვალონ ინფორმაცია დაკარგული ცხოველების შესახებ და მიიღონ Petscovery-ის მთელი საზოგადოების დახმარება. ჩვენი პროგრამა სოციალური მედიის პლატფორმის ანალოგირუად მოუშაობს, მომხმარებელებს შეუძლიათ საჯარო პოსტების შექმნა, სხვისი პოსტების გაცნობა და ერთმანეთთან კომუნიკაცია.

გოგოები შიდა ქართლიდან: 
CO ამომცნობი

გუნდი “გოგოები შიდა ქართლიდან” მიზნად ისახავს ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრას, რომელიც გაზის გაპარვასთანაა დაკავშირებული. ცდილობს მისი უარყოფითი შედეგებისგან თავის არიდებას. სწორედ ამიტომ შევქმენით უფასო მობილური აპლიკაცია. აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ შეარჩიეთ სასურველი ენა და შეავსეთ 5 საფეხურიანი კითხვარი. აპლიკაცია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დაადგენს, გაზის გაპარვის დონეს, შეაფასებს მის საფრთხეს და დაადგენს რამდენად სწრაფად უნდა გადაიჭრას ის. აპლიკაციაში მოცემულია ადგილობრივი გაზის კომოანიის საკონტაქტო ინფორმაცია. ბოლო გვერდი პრობლემასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ჩვენ ვიმედოვნებთ რომ აპლიკაცია  შეცვლის ცხოვრებას და შექმნის უსაფრთხო გარემოს.

გუნდი #38: FYO (აღმოაჩინეთ თქვენი ოპონენტი)

ჩვენი აპლიკაცია გეხმარებათ იპოვოთ ოპონენტი ნებისმიერ სპორტში, მაგალითად: ჭადრაკში, ფრენბურთში, ტენისში და სხვა. ასევე, მას შესანიშნავი შემოთავაზებები აქვს ბიზნესისთვისაც. ამ აპლიკაციით თქვენ შეძლებთ იპოვოთ მოწინააღმდეგე სპორტში, იყოთ ჯანმრთელი, გაიცნობთ ახალ ადამიანებს, მიიღებთ ფასადაკლებებს სხვადასხვა ბიზნესისგან და ისიამოვნებთ თამაშით.

Neiron: DF (ციფრული მეგობარი)

ჩვენი აპლიკაციის მთავარი მიზანი ადამიანებისა და ტექნოლოგიების დაახლოებაა, ის დაეხმარება ადამიანებს დროის ეფექტურად განაწილებასა და მართვაში. 4 განსხვავებული სექციის (ფილმები, კულინარია, ფიტნესი, გამოწვწვა)  დახმარებით, საინტერესო აქტივობებს ერთ სივრცეში მოვუყრით თავს და ამგვარად მივაწვდით მომხმარებელს. ჩვენ გადავწყვიტეთ აპლიკაცია შეგვექმნა thunkable-ის დახმარებით და გამოვიყენეთ სხვადასხვა ფუნქციები (label, button, web viewer). ჩვენ გვსურდა ჩატბოტს თითოეულ სექციაში 5-დან 10-მდე სხვადასხვა მიმართულება გვქონოდა, თუმცა, არასაკმარისი დროის გამო ამჟამად მხოლოდ მის მის მიმსგავსებას შევძლებთ.

KEPLER: Youniverse
გლობალური კონკურსის ნახევარფინალისტები

"Youniverse" ორიენტირებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობიერების ამაღლებაზე და უზრუნველყოფს უფასო ინფორმაციას ფსიქიკური დარღვევების შესახებ. აპლიკაცია მოიცავს სამ განსხვავებულ ფუნქციას: თვით-დიაგნოზი, დღიური და წამლის შეხსენება. პირველი ნაწილი გაფართოებას საჭიროებს, რადგან ამაჟად მხოლოდ ერთი დარღვევაა წარმოდგენილი. დღიურის ინფორმაციაზე წვდომის მისაღებად საჭიროა პაროლის შეყვანა. შესაძლებელია ჩანაწერების შენახვა და გასწორება. ამჟამად აპლიკაციის ამ ნალის აქვს მცირე ხარვეზი, ჩანაწერი იშლება “save” ღილაკზე ორჯერ დაკლიკების შემთხვევაში. წამლის შეხსენების ნაწილი განკუთვნილია მათთვის, ვინც მედიკამენტებს იღებს. ამჟამად, შეხსენების დაყენება შესაძლებელია დღეში ერთხელ, თუმცა, ვმუშაობთ ამის გაუმჯობესებაზეც.

Us for Earth 1: Tellus

ჩვენი პროექტის სახელი რომაული მითოლოგიიდან მომდინარეობს,  Tellus ხშირად ასოცირდება “გეასთან”, რომაელები მას ხშირად უწოდებდნენ  "Terra Mater", რაც ქართულად დედამიწას ნიშნავს. ჩვენი აზრით სწორედ ეს სახელი შეესაბამება ჩვენს პროექტს. ამ პლანეტაზე ყველა ადამიანი, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, უნდა ზრუნავდეს გარემოზე. სანაგვე ურნები ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ მდინარეების თუ მიწის დანაგვიანება თავიდან ავირიდოთ. ჩვენმა კვლევამ დაადასტურა, რომ ადამიანები ნაგავს ყრიან ისეთ მდინარეებშიც კი, რომლებიც საბანაოდ, სასმელად თუ საოჯახო ნივთების გასარეცხად  გამოიყენება. ამას კატასტროფული შედეგების გამოწვევა შეუძლია.

Phoenix: თანასწორი გარემოსთვის

აპლიკაციის თავისებურება მდგომარეობს იმაშ, რომ მას არ გააჩნია ანალოგი, განსხვავებით სხვა რუქებისა, მასში დამატებითაა მოცემული ინფორმაცია განსაზღვრულ სივრცეში პანდუსების შესახებ - რამდენად შეესაბამებიან ისინი სტანდარტებს, შესაბამისად, შეუძლიათ თუ არა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირევს მათი გამოყენება. აპლიკაციაში ჩაშენებულია შემდეგი ფუნქციები: მომხმარებლის ადგილმდებარეობის განსაზღვრა, პანდუსების ფილტრი და ადგილმდებარეობის ძიება კატეგორიების მიხედვით. შესაძლებელია მომხმარებლიდან დანიშნულების ადგილამდე მანძილის განსაზღვრა. ამჟამად, აპლიკაციის გაზიარება მომხმარებლებს შეუძლიათ ი-მეილის ან QR კოდის საშუალებით.

გუნდი 60: Plastopedia

პლასტმასის ბოთლებთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად, ჩვენმა გუნდმა შექმნა აპლიკაცია. თქვენ შეგიძლიათ მოიტანოთ პლასტმასის ბოთლები სკოლაში და ჩვენ დავახარისხებთ მას, შემდეგ კი გადავუგზავნით სხვადასხვა გადამამუშავებელ კომპანიას. სკოლა ქალაქის ცენტრში მდებარეობს, მდინარე რიონისა და შავი ზღვის შესართავთან. საკანონმდებლო ჩარჩო არ აძლევს სკოლას კომერციულად მუშაობის უფლებას, ამიტომ ჩვენ ხელშეკრულებას გავაფორმებთ პლასტმასის გადამამუშავებელ კომპანიასთან, რათა მან ითანამშრომლოს ჩვენთან. სკოლის ტერიტორიაზე გამოიყოფა ადგილი, სადაც შეგროვდება პლასტმასის ბოთლები. პოტენციური მომხმარებლები: მოსახლეობა, მასწავლებლები, მოსწავლეები

404: Eventspace

ჩვენი პროდუქტი საქართველოს მასშტაბით ადამიანებს ეხმარებათ ერთმანეთთან ურთიერთობაში და გარკვეულ პროგრამებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებაში, მათ შორის მოხალისეობის, STEM მიმართულების და სხვა. ჩვენ გვჯერა რომ ეს აპლიკაცია წვლილს შეიტანს საქართველოს გაერთიანებაში, სადაც ყველა ადამიანი თავს მიღებულად იგრძნობს, ეს აპლიკაცია იქნება ინფორმაციის მთავარი წყარო ეკო-ივენთებისა და გასართობი ღონისძიენების შესახებ, განსაკუთრებით ინგლისურად მოსაუბრე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც  ესესაა ჩამოვიდნენ და სურთ თავისი წვლილი შეიტანონ საქართველოსა და საკუთარი თავის გაუმჯობესებაში.

გუნდი # 10/37: EduSearch 
ადგილობრივი კონკურსის მე-3 ადგილოსნები

Blank არასამთავრობო ორგანიზაციაა, მისი სამიზნე ჯგუფი შესდგება როგორც სკოლის მოსწავლეებისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისგან, ასევე, მათი მშობლებისა და მასწავლებლებისგან/ლექტორებისგან, რომლებიც აქტიურად ეძებენ მათი შვილებისთვის ახალი უნარებისა და ცოდნის შესაძენად საჭირო პროგრამებსა და ღონისძიებებს. ჩვენი აპლიკაცია, EduSearch, უზრუნველყოფს პლატფორმას, სადაც დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ გააზიარონ და მიიღონ უახლესი ინფორმაცია საქართველოში ახალგაზრდული ღონისძიებებისა და სერვისების შესახებ. EduSearch დაეხმარებათ ახალგაზრდებს ეფექტურად მოძებნონ სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული, მათთვის რელევანტური ღონისძიებები და სერვისები, ასევე უზრუნველყოფს მათ პირად და პროფესიულ განვითარებას.

უმცროსთა ჯგუფი

Star Catchers: DushetiCity
გლობალური კონკურსის ნახევარფინალისტები 
ადგილობრივი კონკურსის მე-2 ადგილოსნები

ეს აპლიკაცია ქალაქ დუშეთისა და მის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი. ბევრ ადამიანს აქვს ტრანსპორტის პრობლემა, სათანადო განრიგის არ არსებობის გამო ისინი საათობით ელოდებიან ავტობუსებს. ჩვენ ადგილობრივ მთავრობასთან ერთი თვის განმავლობაში გვქონდა კომუნიკაცია, რათა მოეწოდებინათ ავტობუსების განრიგი. აპლიკაციაში შესაძლებელია ნახოთ ავტობუსის რეალური ადგილმდებარეობა და თითოეულ გაჩერებაზე ზუსტი განრიგი. მასში ასევე მოცემულია ინფორმაცია ადგილობრივი მცირე ბიზნესის შესახებ და მონიშნულია ნაკლებად ცნობილი ღირსშესანიშნაობები, რომლებიც ჩვეულებისამებრ ტურისტულ ბროშურებში არაა მოცემული.

Rh 45 (გუნდი 45/182): Find Your School

ადგილობრივი კონკურსის 1-ლი ადგილოსნები

აპლიკაცია, რომელიც მოსწავლეებს და მასწავლებლებს მათთვის საოცნებო სკოლის პოვნაში ეხმარებათ. ქვეყნის მასშტაბით ასებული სკოლების მონაცემების დამუშავებით (ადგილმდებარეობა, სასწავლო საგნები, ექსკურსიები, სკოლის მიღწევები, მოსწავლის/მშობლის შეფასებები და სხვა.) ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს შეარჩიონ მათი მოთხოვნების შესაბამისი, საუკეთესო სკოლა.

Community-46: Communication

ჩვენ შევქმენით აპლიკაცია სახელად “Communication”. აპლიკაციაში კომუნიკაციასთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციასა და მითითებებს გაეცნობით. აპლიკაცია შესდგება ტექსტებისა და სურათებისგან, აპლიკაცია ორ ენაზეა: ქართულად და ინგლისურად. აპლიკაცია მუშაობს MIT App Inventorპის გამოყენებით.

Technical Future

მიუხედავად NATO-ს კონვენციებისა სახელმწიფოში არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა სრული სტატისტიკა. მიუხედავად შშმ პირთა განათლებასთან დაკავშირებული პრობლემებისა, ჩვენ მიგვაჩნია რომ მათ უნდა ჰქონდეთ თანატოლებთან ერთად სწავლების შესაძლებლობ, რათა მათ თავი საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად იგრძნონ. კომუნიკაცია ინდივიდებს შორის ინფორმაციის გაცვლის პორცესია. ურთიერთობის საშუალებით ადამიანები ინფორმაციას და შეგრძნებებს ცვლიან. კომუნიკაცია ყველა ადამიანისთვის აუცილებელია.

SMARTS: TRIP4YOU

TRIP4YOU არის აპლიკაცია, რომელიც ადგილობრივ აჭარლებს ან აჭარის სტუმრებს ბათუმიდან შუახევის მაღალმთიან რეგიონში, ჭვანას ხეობაში მოგზაურობაში ეხმარებათ.  აპლიკაციის გამოყენებით მომხმარებლებს შეუძლიათ ბილეთების დაჯავშნა და საკვების შეკვეთა. აპლიკაციით მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება და გზის დასუფთავებაზე დახმარების თხოვნის განთავსებაა შესაძლებელი.

The Collective: MyMapGeorgia
ადგილობრივი კონკურსის მე-3 ადგილოსნები

MyMapGeorgia სოციალური მედიის მსგავის აპლიკაციაა, რომელშიც მომხმარებლებს შეუძლიათ მოძებნონ ფოტოების გადასაღებად საინტერესო ადგილები, ღირსშესანიშნაობები და ა.შ. ის ეხმარება როგორც ტურისტებს, ასევე ადგილობრივებს, რათა აღმოაჩინონ ადგილები, რომლებსაც სხვა შემთხვევაში ვერ იპოვიდნენ.

Magic Duo: World of Motivation

ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ საკმაოდ სტრესული დღის განრიგით ვცხოვრობთ, რაც სწავლის მოტივაციაზე უარყოფითად მოქმედებს. ჩვენ ყველას გვქონია სწავლის ინიციატივის დაკარგვის მომენტი. ჩვენ გვესმის ჩვენი თანატოლების. ამგვარად, მოდით ამ აპლიკაციის დახმარებით, ერთად გადავდგათ ნაბიჯი წინ და განთავისუფლდით სწავლის სტრესიგან, რადგან არაფერია შეუძლებელი! “ჩვენ გვგონია რომ ჩვენი გაკეთებული საქმე ზღვაში წვეთია, მაგრამ, ეს წვეთი რომ არ ყოფილიყო ოკეანეში, ვფიქრობ ოკეანე ნაკლული იქნებოდა, სწორედ ამ წვეთის არ არსებობის გამო” დედა ტერეზა.

AANS-wer: J.O.B.

J.O.B. არის აპლიკაცია, რომელიც ადამიანებს ეხმარებათ ადრეული ასაკიდან მიიღონ გამოცდილება და გამოიმუშაონ ფული, რათა გახდნენ უფრო მეტად დამოუკიდებლები, მოიპოვონ თავდაჯერებულობა და განივითარონ იდენტობა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში დაეხმარონ ოჯახებს ფინანსურად. აბრივიატურა J.O.B.  იშიფრება როგორც სიხარული (joy), შესაძლებლობა (opportunity) წონასწორობა (balance) და აპლიკაცია ნამდვილად ამართლებს მათ. აპლიკაციაში მომხმარებლებს შეუძლიათ სამუშაოს შეთავაზების ატვირთვა, მაგალითად ძიძის ან შინაური ცხოველის მომვლელის მოძიება. სამუშაოს მაძიებელ პირს კი, სამუშაოს მახასიათებლების მითითებით, მაგალითად, სასურველი მინიმალური ხელფასის ან ყოველდღიური სამუშაო საათების რაოდენობის განსაზღვრით, შეუძლია შეამციროს საძიებელი ვაკანსიების რაოდენობა.

ENKA 

ამ პროექტის მიზანია ჩვენს კლასელებსა და სხვა მოსწავლეებს მათთვის საჭირო საგნებში, ინფორმაციაზე წვდომის მარტივი საშუალება მიეცეთ. ის მდგრადი განვითარების მიზნების მე-4 მიზანის “ხარისხიანი განათლების” განხოციელებას ემსახურება.

აქ წარმოდგენილია საერთაშორისო Technovation Girls-ის 2022 წლის სეზონში მონაწილეობის მისაღებად საჭირო შვიდი დავალებიდან ორი: პროექტის სახელი და 100 სიტყვიანი აღწერა; საპრეზენტაციო ან სადემონსტრაციო ვიდეო. აღნიშნული მასალები თითოეული გუნდის მიერაა შექმნილი და მათ კვლევებსა და შეხედულებებს ასახავს.
bottom of page